მედიის ცნობით, აშშ-ისა და კანადის დამაკავშირებელ ხიდზე მანქანის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
მედიის ცნობით, აშშ-ისა და კანადის დამაკავშირებელ ხიდზე მანქანის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ისა და კანადის დამაკავშირებელ ხიდზე მანქანა აფეთქდა, – ამის შესახებ მედია ამერიკის ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ორი პირი დაიღუპა.

როგორც მედია წერს, მანქანა იმ დროს აფეთქდა, როდესაც შეერთებულ შტატებში შესვლას ცდილობდა.

შემთხვევა დაადასტურა ნიუ იორკის გუბერნატორმა, ქეით ჰოჩულმაც და აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალების გასარკვევად სამართალდამცველებისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შესახვედრად მიემართება.

ინციდენტმა, აღნიშნული ხიდის გარდა, რეგიონში კიდევ სამი საერთაშორისო სასაზღვრო გადასასვლელის დაკეტვა გამოიწვია.