„ვაშინგტონ პოსტი“ - პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გამავრცელებელი აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მუშაობდა და უსაფრთხოების საიდუმლოებები თავდაპირველად ნაცნობების ონლაინჯგუფში გამოაქვეყნა
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გამავრცელებელი აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მუშაობდა და უსაფრთხოების საიდუმლოებები თავდაპირველად ნაცნობების ონლაინჯგუფში გამოაქვეყნა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
ამერიკული გამოცემა საიდუმლო მასალების გამავრცელებელს მარტოხელა, ახალგაზრდა, იარაღის მოყვარულ პიროვნებად ახასიათებს, რომელიც ვიდეოთამაშების მოყვარულების პლატფორმა „დისქორდზე“ იყო რეგისტრირებული და საიდუმლო ინფორმაცია 20 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში გაავრცელა.
გამოცემა წერს, რომ საიდუმლო დოკუმენტების გამავრცელებელმა, როგორც ჩანს, გადაიწერა საიდუმლო ინფორმაცია აშშ-ის დოკუმენტებიდან და შემდეგ ფოტოებად და დოკუმენტებად გამოაქვეყნა.