„ვაშინგტონ პოსტი“ - „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი სიტყვის თავისუფლების პრინციპს სოციალური ქსელის აუდიტორიის ზრდის გამო უგულებელყოფდა
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი სიტყვის თავისუფლების პრინციპს სოციალური ქსელის აუდიტორიის ზრდის გამო უგულებელყოფდა.
ამის შესახებ გავლენიან ამერიკულ გამოცემას „ფეისბუქის“ ათობით ყოფილმა თანამშრომელმა განუცხადა.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, სოციალური ქსელის ყოფილი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ მარკ ცუკერბერგს „გადაწყვეტილი აქვს „ფეისბუქის“ დომინირების უზრუნველყოფა, რაც ზოგჯერ დეკლარირებული ღირებულებების ხარჯზე ხდება“.
ამის მაგალითად „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში მოყვანილია შემთხვევა, რომელიც „ფეისბუქის“ ვიეტნამში მუშაობას უკავშირდება.
კერძოდ, როგორც გამოცემა ამტკიცებს, შარშან ვიეტნამში დაგაგემილი არჩევნების წინ მარკ ცუკერბერგს უნდა გაეკეთებინა არჩევანი დამორჩილებოდა ვიეტნამის მმართველი პარტიის მოთხოვნას და განსხვავებული მოსაზრებები შეეზღუდა, ან „ფეისბუქი“ ვიეტნამში ფუნქციონირებას შეწყვეტდა. როგორც ცნობილია, ვიეტნამის ბაზარი „ფესიბუქისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია. წინასწარი გათვლებით, ვიეტნამში „ფეისბუქის“ მუშაობით კომპანია წელიწადში შემოსავლის სახით 1 მილიარდ დოლარს მიიღებს.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, „ცუკერბერგმა პირადად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიეტნამის ხელისუფლების მოთხოვნას დაემორჩილებოდა“.
საპასუხოდ, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად მილიონობით ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, სოციალური ქსელის სერვისებით ესარგებლა.