ვარშავაში ნაციონალისტების მარშის გამართვა აკრძალეს. გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ მიიღო. როგორც პოლონეთის დედაქალაქის თავკაცმა განაცხადა, მას არ აქვს გარანტია, რომ პოლიცია ნაციონალისტების მარშის დროს ქალაქში უსაფრთხოების დაცვას შეძლებს.
მისივე თქმით, ვარშავა „აგრესიული ნაციონალიზმისგან საკმარისად დაზარალდა”.
გასულ წელს ვარშავაში გამართულ მარშში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი რასისტულ ლოზუნგებს სკანდირებდა.
ნაციონალისტების მარშის გამართვა წელსაც პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს, 11 ნოემბერს იყო დაგეგმილი.