ვარშავის მახლობლად თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა, დაიღუპა ხუთი ადამიანი
ვარშავის მახლობლად თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა, დაიღუპა ხუთი ადამიანი

ვარშავის მახლობლად თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, შვიდი კი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევა ვარშავის მახლობლად, სოფელ ჰრცინოში მოხდა, სადაც ხალხი ანგარს ძლიერი ქარიშხლის გამო აფარებდა თავს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავში სამი პილოტი იმყოფებოდა, ერთი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ავარიის გამომწვევ მიზეზებს შორის უამინდობა განიხილება.