ანდრეი სიბიგა ვარშავაში სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს შეხვდა და უკრაინაში ვიზიტით მიიწვია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ვარშავაში სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს შეხვდა და ის უკრაინაში მიიწვია. ამის შესეხებ უკრაინელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
როგორც სიბიგა აღნიშნავს, მან სომხეთს მადლობა გადაუხადა უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ აღვნიშნეთ მიმდინარე წლის პოლიტიკური კონსულტაციები და განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მეტად განვითარების გზები. მე ასევე მოვიწვიე მინისტრი მირზოიანი ვიზიტით უკრაინაში“, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
In Warsaw, I met with Armenian Foreign Minister @AraratMirzoyan. I thanked Armenia for supporting the Peace Formula. We noted this year’s political consultations and discussed ways to further develop our bilateral relations. I also invited Minister Mirzoyan to visit Ukraine. pic.twitter.com/89EAghTB5s
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) October 2, 2024