ვარშავაში ლგბტ თემის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
ვარშავაში ლგბტ თემის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ვარშავაში ლგბტ თემის მხარდასაჭერი მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა. აქციის მთავარი სლოგანი იყო „თავისუფლება, თანასწორობა, სიყვარული“.

ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ყველა მოქალაქეს მოუწოდა, დაიცვან უმცირესობების უფლებები.

როგორც ცნობილია, ვარშავაში „თანასწორობის მარშის“ გამართვას მხარი რამდენიმე უცხო ქვეყნის საელჩომაც დაუჭირა.

მანამდე, ვარშავის მერი სკოლებში სექსუალური განათლებისა და ტოლერანტობის სწავლების ინიციატივით გამოვიდა. თუმცა, პოლონეთის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ სექსუალური განათლება მოზარდებმა ოჯახში უნდა მიიღონ და არა სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაციონალ-კონსერვატიული მთავრობა ერთნაირსქესიანი ოჯახების თანაბარუფლებიანობის წინააღმდეგია. მთავრობის წევრები მიიჩნევენ, რომ ეს საფრთხე უქმნის ტრადიციულ ოჯახებს.