ვარშავაში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ვარშავაში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ვარშავაში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ინფორმაციას ადგილობივი მედია ავრცელებს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აკრიტიკებენ ისრაელის ოპერაციას ღაზის სექტორში.

მედიის ცნობით, დემონსტრანტები გამოვიდნენ მოწოდებებით: „შეაჩერე გენოციდი“ და „თავისუფალი პალესტინა“.

პოლონეთში ისრაელის ელჩმა, იაკოვ ლივნემ აღნიშნა, რომ „პოლონეთის ხელისუფლებას უნდა აღეკვეთა ანტისემიტიზმის ასეთი ღია გამოვლინებები“.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კატეგორიულად გმობს ანტისემიტურ ლოზუნგებს.

„პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა კატეგორიულად გმობს ანტისემიტურ ლოზუნგებს, რომლებიც ვარშავაში დემონსტრაციაზე ისმოდა. ჩვენ, პოლონელები, ჰოლოკოსტის დროს დაღუპულთა პატივისცემით, ვერ დავეთანხმებით ანტისემიტიზმის რაიმე გამოვლინებას. მისი ყველა ფორმა ღრმა აღშფოთებას იწვევს. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომელზეც პოლონეთია დაფუძნებული“, – ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

აქციის ლოზუნგები დაგმო ვარშავის მერმა, რაფალ ტრზასკოვკიმაც.

„ქალაქში, რომელმაც ამდენი ტანჯვა გამოიარა, არ შეიძლება იყოს ადგილი სიძულვილისა და ანტისემიტიზმისთვის. ნებისმიერი ასეთი ქმედება იმსახურებს დაგმობას და ვინც ამას ჩაიდენს, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“, – განაცხადა ტრზასკოვკიმ.