ვარშავაში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გუნდური შეჯიბრი გაიმართება
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ხვალ ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის World Cup Sabre de Wolodyjowski 2018 გუნდური შეჯიბრი გაიმართება.
23 მონაწილეს შორის საქართველოს ნაკრებიც არის.ჩვენი გუნდის ღირსებას სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი და საბა სულამანიძე დაიცავენ.
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ჩილეს გუნდია, შეხვედრა თბილისის დროით 13:00 დაიწყება, გამარჯვების შემთხვევაში კი უკვე 15:00 საათიდან ქართველი მოფარიკავეები შემდეგ პაექრობას რუმინეთის ნაკრების წარმომადგენლებთან ჩაატარებენ.
რაც შეეხება სანდრო ბაზაძეს, მან დღეს მსოფლიო თასის World Cup Sabre de Wolodyjowski 2018 1/32 ფინალში მსოფლიო რეიტინგის 19-ე ნომერი, 24 წლის სამხრეთ კორეელი ჯუნ ჰო კიმი 15-10 დაამარცხა.
მომდევნო ეტაპზე კი მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერ 24 წლის რუს კამილ იბრაგიმოვთან ჩატარებული ბრძოლა 5:15 წააგო და შეჯიბრს გამოეთიშა.