ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა #1TVSPORT
თბილისის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგს კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს ქართველი ხმლით მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე, რომელსაც 260 ქულა აქვს და 66 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, თბილისის თასის გამარჯვებულს, უნგრელ არონ სილაგის.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მსოფლიო თასზე ბაზაძემ ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში 13:15 წააგო ირანელ ალი პაკდამანთან და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.