ვარკეთილში, სახლში, სადაც ორი ადამიანი გაზის ნამწვით დაიღუპა, კრიმინალისტები მუშაობენ
ვარკეთილში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ორი ადამიანი ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა, ხოლო გარდაცვლილები დღეს აღმოაჩინეს. დაღუპულები მეზობლები იყვნენ. გარდაცვლილები 70 წლამდე ასაკის იყვნენ.
„გაიგუდა CO-თი. ეტყობა, ძალიან ცუდი გამათბობელი ჰქონდათ, რომელსაც გამწოვი არ აქვს. სვამდნენ, მეგობრები იყვნენ. წუხელ არ მოსულა მეორე სართულის ერთ-ერთი გარდაცვლილი სახლში, ტელეფონსაც არ პასუხობდა. რომ მივედით, სუნი იგრძნობოდა. გამოვიძახეთ სამაშველო და გარდაცვლილები დაგვხვდნენ“, – განაცხადა დაღუპულების მეზობელმა.
ვარკეთილში ორი ადამიანის გაზის ნამწვით დაღუპვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.