ვარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა
ვარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ვარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე  გამოძიება სსსკ-ის 240 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ელექტრო და თბო­ე­ნერ­გი­ის, გა­ზის, ნავ­თო­ბის ან ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ან სხვა მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია.