თბილისში, ვარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო და თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.