ვარკეთილში, სადაც 16 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოვარდა, სამართალდამცველები მუშაობენ
ვარკეთილში, სადაც 16 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
როგორც საქართველოს პირველ არხს დაღუპულის მეზობლებმა განუცხადეს, მოზარდი ტრაგედიამდე მეგობართან იყო სტუმრად მისული. მათივე ცნობით, გარდაცვლილი გვერდზე უბანში ცხოვრობდა.
შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.