16 წლის მოზარდის მე-9 სართულიდან გადმოვარდნის საქმეზე პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს
16 წლის მოზარდის მე-9 სართულიდან გადმოვარდნის საქმეზე პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

ისანი-სამგორის პოლიციის პირველ განყოფილებაში იმ პირთა გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელთაც შესაძლოა რაიმე ინფორმაცია გააჩნდეთ ვარკეთილში მომხდარ შემთხვევაზე.

შსს-ს ინფორმაციით გამოკითხვაზე მშობლებთან ერთად იმყოფებიან გარდაცვლილი მოზარდის მეგობრებიც. ასევე პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხნენ მეზობლებიც, თუმცა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ მომხდართან დაკავშირებით მედიასთან არ უსაუბრიათ.

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ვარკეთილის მესამე მასივში შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

მეზობლების ინფორმაციით, კორპუსი გარდაცვლილი მოზარდის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრშია. ასევე მეზობლების ცნობით, 16 წლის მოზარდი მარტო არ იყო და ის მეგობართან ერთად ავიდა კორპუსის სახურავზე. მეზობლების ინფორმაციით გარდაცვლილ მოზარდს იმ კორპუსში, სადაც შემთხვევა მოხდა, მეგობრები ყავს. უბედურ შემთხვევამდე კი, მოზარდები კორპუსთან, მოედანზე თამაშობდნენ. მოზარდებს შორის რაიმე კონფლიქტს მეზობლები და გარდაცვლილის ახლობლები გამორიცხავენ. რა გახდა 16 წლის მოზარდის სახურავიდან გადმოვარდნის მიზეზი მათთვის უცნობია და სავარაუდო ვერსებზე საუბარიც უჭირთ. გარდაცვლილის ახლობლები და მეზობლები თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ.