ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ შეიარაღებულ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ [ფოტო]
ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ შეიარაღებულ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ [ფოტო]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისათვის პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში და ჩაკეტილია საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე.

„მან მოახდინა რამოდენიმე გასროლა უმისამართოდ, სამართალდამცველები არიან პერიმეტრზე მობილიზებული, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არავინ არ არის დაშავებული, კონკრეტულად არავის მიმართ არ განუხორციელებელია გასროლა. ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლე არიან უსაფრთხოდ. ის მარტო არის ჩაკეტილი. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს  მოლაპარაკებები, როგორც პირადად ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებით. მას არანაირი მოთხოვნა არ აქვს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

რა ვითარებაა ამჟამად ვარკეთილში იხილეთ ლინკზე.