მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორ ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც პირველ არხს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მძღოლის ვინაობა დადგენილია.