ვარკეთილში ქვეითად მოსიარულე ორ ქალს ავტომობილი დაეჯახა

01:10, 19.01.2018

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორ ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებულები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც პირველ არხს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მძღოლის ვინაობა დადგენილია.

მსგავსი