ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია [ვიდეო]

ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის ქრობის პროცესში 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობს.

ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა ავტონაწილების რამდენიმე საწყობი.

ამ ეტაპზე უცნობია, ხანძარი რა ფართობზე იყო გავრცელებული.