თბილისში, ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში მანქანა დაიწვა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანა წლებია, კორპუსის მიმდებარედ არის გაჩერებული. ჯერ უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.