ვარკეთილში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა [ფოტო]

17:47, 12.01.2020

თბილისში, ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში მანქანა დაიწვა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანა წლებია, კორპუსის მიმდებარედ არის გაჩერებული. ჯერ უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.

მსგავსი