თბილისში, ვარკეთილში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 38 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო 45 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „ოპტიმალ მედში“ გადაიყვანა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
დამნაშავე პირების დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.