ვარკეთილში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს
ვარკეთილში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

თბილისში, ვარკეთილში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 38 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო 45 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „ოპტიმალ მედში“ გადაიყვანა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

დამნაშავე პირების დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.