არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები
არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები

პირველი არხის ინფორმაციით, ვარკეთილში განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ვარკეთილში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 38 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო 45 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „ოპტიმალ მედში“ გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ვარკეთილში მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.