თბილისში, ვარკეთილში ავტობუსის მძღოლებს შორის მომხდარი კონფლიქტისას, ერთ-ერთმა მძღოლმა რამდენიმე მათგანი დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს გამოძიება.