ვარკეთილში ავტობუსის მძღოლები დაჭრეს

21:04, 07.03.2018

თბილისში, ვარკეთილში ავტობუსის მძღოლებს შორის მომხდარი კონფლიქტისას, ერთ-ერთმა მძღოლმა რამდენიმე მათგანი დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი