ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ შპს „ვარკეთილაირისა“ და შპს „ტაბასთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ზღვრული ტარიფები დაადგინა.
შპს „ვარკეთილაირის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი, დღგ-ს ჩათვლით, 48,690 თეთრით/მ3 განისაზღვრა, რაც ძველ ტარიფზე (50,5 თეთრი) თითქმის 2 თეთრით იაფია.
შპს „ვარკეთილაირის“ რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა შეადგინა 1 კუბურ მეტრზე 26,750 თეთრი; ტრანსპორტირების ტარიფმა – 1,884 თეთრი/მ3, ხოლო განაწილების ტარიფია – 12.629 თეთრი/მ3.
შპს “ტაბას” ტარიფი კი, რომელიც სოფელ ტაბახმელაში ოპერირებს, 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის, 50,77-დან, 7 თეთრით, 57,585 თეთრამდე გაიზარდა.
შპს „ვარკეთილაირის“ განაწილების არეალია ქალაქი თბილისი, ვარკეთილი, ხოლო შპს „ ტაბა“ გარდაბნის რაიონის, სოფელ ტაბახმელაში ოპერირებს.
ახალი ტარიფები ძალაში შევა 2018 წლის პირველი ივნისიდან და იმოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.