ვარკეთილში ბუნებრივი გაზი გაიაფდა, ტაბახმელაში კი გაძვირდა
ვარკეთილში ბუნებრივი გაზი გაიაფდა, ტაბახმელაში კი გაძვირდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ შპს „ვარკეთილაირისა“ და შპს „ტაბასთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ზღვრული ტარიფები დაადგინა.
შპს „ვარკეთილაირის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი, დღგ-ს ჩათვლით, 48,690 თეთრით/მ3 განისაზღვრა, რაც ძველ ტარიფზე (50,5 თეთრი) თითქმის 2 თეთრით იაფია.

შპს „ვარკეთილაირის“ რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა შეადგინა 1 კუბურ მეტრზე 26,750 თეთრი; ტრანსპორტირების ტარიფმა – 1,884 თეთრი/მ3, ხოლო განაწილების ტარიფია – 12.629 თეთრი/მ3.

შპს “ტაბას” ტარიფი კი, რომელიც სოფელ ტაბახმელაში ოპერირებს, 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის, 50,77-დან, 7 თეთრით, 57,585 თეთრამდე გაიზარდა.

შპს „ვარკეთილაირის“ განაწილების არეალია  ქალაქი თბილისი, ვარკეთილი, ხოლო შპს „ ტაბა“ გარდაბნის რაიონის, სოფელ ტაბახმელაში ოპერირებს.

ახალი ტარიფები ძალაში შევა 2018 წლის პირველი ივნისიდან და იმოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

დატოვე კომენტარი