ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვარკეთილში.
„ნისანის“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯერ ბოძს, შემდეგ კი ევაკუატორს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.