თბილისში, ვარკეთილში დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაახლოებით 07:00 საათზე ორი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი, ერთ-ერთი ბოძს დაეჯახა. მანქანაში მყოფი ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.