ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭება შესაძლოა, გასაჩივრდეს
ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭება შესაძლოა, გასაჩივრდეს

ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭება, შესაძლებელია ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაჩივრდეს. ამის შესახებ საკრებულოს იმ განკარგულებაშია მითითებული,რომელიც მოედნისთვის სახელის შეცვლას გულისხმობს.

დედაქალაქის საკრებულოს მიერ გამოცემული განკარგულება დღეს , 31 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

მთაწმინდის რაიონში მდებარე აღნიშნულ მოედანს ვარდების რევოლუციის სახელი 2005 წელს დაერქვა. მანამდე 1983 წლიდან, მას რესპუბლიკის მოედანი ერქვა.