პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი დღეს დაიხურება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი დღეს დაიხურება

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი დღეს დაიხურება. თითქმის სამი კვირის განმავლობაში სოფელი ასეულობით ადამიანს სტუმრობდა. იმართებოდა საბავშვო აქტივობები, კონცერტები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები.

წელს თბილისის საშობაო ბაზარმა გააერთიანა პროექტები „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“. მოწყობილი იყო საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინისა და სამეწარმეო ბაზარი.

25 დეკემბრიდან ყოველ საღამოს ტარდებოდა ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები.

საახალწლო სოფელს დღეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და ბენდების გრანდიოზული შოუ-პროგრამა დაასრულებს.

დატოვე კომენტარი