ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა [ფოტო]
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა უკვე შეიზღუდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების პროცესს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.
,,რამდენჯერმე ითქვა, რომ აღნიშნული ქუჩის მიწისქვეშა კომუნიკაციები არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და საჭიროებს გამოცვლას.
როგორც იცით, პირველ ეტაპზე ქუჩა გადაიკეტება ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე. ასევე, გავითვალისწინეთ ჭავჭავაძის #5-ში მცხოვრებლების პრობლემატური საკითხი და ხვალიდან დავიწყებთ ადგილობრივებისთვის სპეციალურ, მკაცრად გაწერილი საშვების დარიგებას.
სამუშაოები დაახლოებით ექვს თვეში დასრულდება. რეაბილიტაციის პროცესში მოწესრიგდება როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასფალტის საფარი, ასევე – საფეხმავლო ბილიკები. მიწისქვეშ ნაგვის ურნები განთავსდება, დამონტაჟდება ახალი ლედ-განათებები და გამოიყოფა ავტობუსის ხაზები“, – განაცხადა გამგებელმა.