ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას 55 წლის ზემოთ პირები დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ
ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას 55 წლის ზემოთ პირები დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ

ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას 55 წლის ზემოთ პირები დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში სულ 8 909 ადამიანი აიცრა.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 6 893 ადამიანი აიცრა, ხოლო 2 016 პირი „ფაიზერის“ ვაქცინით. დღეს, 18:00 საათიდან 55 წლის ზემოთ პირები ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას შეძლებენ და 5 აპრილიდან შესაძლებლობა ექნებათ, აიცრან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია კვლავ შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალზე, რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.