ვაქცინაციაში ტურიზმის, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები ჩაერთვებიან
მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში ერთვებიან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები“, – განაცხადა ღიბრაძემ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.