ვაქცინაციის პროცესში დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი მოქალაქეებიც ჩაერთვებიან
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში დიალიზზე მყოფი და ორგანოდაგანერგილი მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.
როგორც ტიკარაძემ განაცხადა, დიალიზზე მყოფი მოქალაქეებსი აცრა მოხდება იმ დაწესებულებებში, სადაც გადიან დიალიზის თერაპიას.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული დიალიზის პაციენტებთან მიმართებაში. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც გაიხსნება ფანჯრები. მათი აცრა მოხდება ადგილზე იმ დაწესებულებებში, სადაც გადიან დიალიზის თერაპიას. ასევე, მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ადამიანები, რომლებიც არიან ორგანოგადანერგილები. ისინიც წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის მქონე პირებს და შესაბამისად, იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ტიკარაძემ.