ვანში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან დედა და შვიდი თვის ბავშვი.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.