ვანო მერაბიშვილმა „ავერსის“ კლინიკა უკვე დატოვა
ვანო მერაბიშვილმა „ავერსის“ კლინიკა უკვე დატოვა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „ავერსის“ კლინიკა უკვე დატოვა.

ამის შესახებ „ავერსის“ კლინიკიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. მისივე ცნობით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტებას კლინიკის ექიმი ამ წუთებში აკეთებს.

ვანო მერაბიშვილი „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევებზე დღეს დილიდან ჰყავდათ გადაყვანილი.