სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 379-ე მუხლით დაიწყო, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 379-ე მუხლით დაიწყო, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების განმარტებით, აღნიშნული მუხლი დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ჯგუფურად ჩადენილ გაქცევას გულისხმობს.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, მუხლი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამი პატიმარი „ავერსის“ კლინიკიდან დღეს გაიქცა. სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.