„ავერსში“ ადასტურებენ, რომ კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა
„ავერსში“ ადასტურებენ, რომ კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა

„ავერსის“ კლინიკა სამედიცინო დაწესებულებიდან სამი პატიმრის გაქცევის ფაქტს ადასტურებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს „ავერსის“ კლინიკის პრესსამსახურის უფროსმა, ლალი ბრეგვაძემ განუცხადა, პატიმრები საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი და იმ დროს გაიქცნენ, როდესაც საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

მათივე ცნობით, ფაქტი დღეს დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.