ყოფილი პრემიერი და ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს კლინიკაში, ასევე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს. სხვა ინფორმაციას “ავერსში” არ აკონკრეტებენ.
ამასთან, როგორც პირველ არხს პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, ვანო მერაბიშვილი კლინიკაში ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს.
მათვე ცნობით, ვანო მერაბიშვილს კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.