ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სოფელ შუამთის სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში ფიგურირებს, 5 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ვანის რაიონის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეც ფიგურირებს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში, 5 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ.
მოგახსენებთ, რომ სკოლა და რესურსცენტრი გამოძიებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. შესაბამისი უწყების მიერ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით“, – აღნიშნულია განცხადებაში.