საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო გამშვები პუნქტები უქმდება. აღნიშნულის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
გუბერნატორის თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია კონტროლს სრულად შეესაბამება. შესაბამისად, საკონტროლო გამშვები პუნქტების საჭიროება აღარ დგას.
ვანის მუნიციპალიტეტში ზომები 8 აპრილიდან გამკაცრდა. ე.წ. ვანის კლასტერიდან კი, ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ერთმა კლინიკა რამდენიმე დღის წინ დატოვა, სამი მათგანი კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ხვალ დატოვებს.