ზვიად შალამბერიძე - ვანის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონად გამოცხადება არ იგეგმება
ზვიად შალამბერიძე - ვანის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონად გამოცხადება არ იგეგმება

ვანის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონად გამოცხადება არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

შალამბერიძის თქმით, ხელისუფლებამ ყველა პრევენციული ღონისძიება დროულად დაიწყო.

„რაც შეეხება ვანში მდებარე კლინიკას, სადაც ინფიცირებული ქალი თვითდინებით მივიდა, იდენტიფიცირებულია ყველა უშუალო კონტაქტი და მედპერსონალი, ვისაც შეხება ჰქონდა 75 წლის პაციენტთან და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – განაცხადა შალამბერიძემ.

შეგახსენებთ ვანის მუნიციპალიტეტში ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მუშაობს. პუნქტები სოფელ ზეინდარსა და შუამთაშია გახსნილი.