ფოტოზე ხედავთ იუპიტერის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დრამატულ ატმოსფერულ მახასიათებლებს, რომლებიც ნასას ხომალდმა „ჯუნომ“ გადაიღო. კადრში ჩანს ჭავლური ნაკადებით გამორჩეულ რეგიონს გარშემორტყმული მორევისებრი ღრუბლები. ფერები დამუშავებულია.
ფოტო „ჯუნომ“ 2019 წლის 12 თებერვალს, იუპიტერის თავზე მე-18 ახლო გადაფრენისას გადაიღო. იმ მომენტისთვის, ხომალდი პლანეტის ღრუბლებიდან 13 000 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.
„ჯუნოს“ კამერის მიერ გამოგზავნილი მონაცემების საფუძველზე, ფოტო მოყვარულმა მეცნიერმა კევინ გილმა ააწყო. სურათი დაახლოებით 100 გრადუსით მარჯვნივ არის შემობრუნებული.
„ჯუნოს“ კამერის ნედლი, დაუმუშავებელი მონაცემები ყველასათვის ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე.