პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – vali.ge მონაცემები კვლავ განახლდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთიან ბაზას კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ესენია: შპს „კრედიტლაინი“ (სესხის გამცემი: creditline.ge), შპს UNIVERSAL SERVICE (სესხის გამცემი: fastcredit.ge), სს „მისო ინტელექსპრესი“ (სესხის გამცემი: inteliexpress.net), შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“ (სესხის გამცემი: lendup.ge), სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი“ (სესხის გამცემი: microfin.ge), შპს „მონლაინ“ (სესხის გამცემი: mon.ge, gocash.ge, espreso.ge, kapiki.ge, loan.ge), შპს „საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო“ (სესხის გამცემი: სს “პრივატბანკი”).
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს განმარტავს, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინსესხის გამცემი და სხვა.
ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 586 446 მსესხებლის, 1 230 180 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,852,276,648 ლარია.
ვებგვერდზე vali.ge ატვირთულია 26 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: ბანკები – სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს “ბაზისბანკი”, სს “ტერაბანკი“, სს “კრედო ბანკი”. არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები – პს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ (სესხის გამცემი: lendo.ge, pino.ge, banko.ge), შპს „ემ.კოლექტორი“ (სესხის გამცემი: sohocredit.ge), შპს „კრედიტ ექსპერტ ჯორჯია“ (სესხის გამცემი: wandoo.ge, netcredit.ge, moneza.ge, credium.ge), შპს „გრანატ კაპიტალ“ (სესხის გამცემი: netcredit.ge, moneza.ge), შპს „გრანატინვესთმენთ“ (სესხის გამცემი: vivus.ge), შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: vivus.ge, amica.ge, moneybus.ge, wincredit.ge, moneyman.ge, mycredit.ge, netcredit.ge, moneza.ge, crediton.ge, lendo.ge, mamy.ge, ipuli.ge, okcredit.ge, credium.ge, solva.ge), შპს „ფინანსური ბიურო“ (სესხის გამცემი: moneza.ge, mycredit.ge, netcredit.ge, vivus.ge), შპს „ფინანსური მონიტორინგის ბიურო“ (სესხის გამცემი: vivus.ge), შპს „ფინანსური სექტორი“ (სესხის გამცემი: ccloan.ge), შპს „კრედიტლაინი“ (სესხის გამცემი: creditline.ge), შპს UNIVERSAL SERVICE (სესხის გამცემი: fastcredit.ge), სს „მისო ინტელექსპრესი“ (სესხის გამცემი: inteliexpress.net), შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“ (სესხის გამცემი: lendup.ge), სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი“ (სესხის გამცემი: microfin.ge), შპს „მონლაინ“ (სესხის გამცემი: mon.ge, gocash.ge, espreso.ge, kapiki.ge, loan.ge), შპს „საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო“ (სესხის გამცემი: სს “პრივატბანკი”).
ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალურ იგრაფის მონიშვნა. აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში, გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მიწოდებულია საფინანსო ორგანიზაციების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენს ვებგვერდზე წარმოდგენილ მონაცემებში, უნდა მიმართოს სესხის გამცემ ორგანიზაციას. პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.