ივანე მაჭავარიანი - სესხების განულების ინიციატივა წარმატებით დასრულდა
ივანე მაჭავარიანი - სესხების განულების ინიციატივა წარმატებით დასრულდა

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შეფასებით, სესხების განულების ინიციატივა წარმატებით დასრულდა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს იმას, რომ მსგავსი სახის პრობლემები მეტად აღარ შეიქმნას.

„ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად დასრულდა ეს ინიციატივა. როგორც ვვარაუდობდით, 600 000 ადამიანს შეეხო. ეს სავარაუდო ციფრი იყო, რადგან დინამიური პროცესია. ახალ საბანკო რეგულაციებს პრაქტიკულად მინიმუმამდე დაჰყავს მსგავსი რამის განმეორება, ამ ხარისხისა და მოცულობის დაკრედიტება და შესაბამისად, ე.წ. შავ სიაში ამ რაოდენობის მოქალაქეების მოხვედრა“, – განუცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.