ვალეში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის გოგონა ემსხვერპლა.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გოგონა მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.