„ვალენსია“ - გვინდა, მივულოცოთ ჩვენს მეკარეს ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება, რითაც თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა
ესპანური საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ ესპანეთის ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლას ულოცავს და ამასთან ერთად, გიორგი მამარდაშვილის განსაკუთრებულ თამაშზე საუბრობს.
„გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო 2024-ზე სრულდება. გვინდა, მივულოცოთ ჩვენს მეკარეს ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება, რითაც თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა“, – აღნიშნულია ესპანური კლუბის სოციალურ გვერდზე.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024 ღირსეულ ბრძოლაში დაასრულა. პირველი გოლი ესპანელთა კარში გავიდა, თუმცა საბოლოოდ საქართველო 1:4 დამარცხდა.