„ვალენსია“ – გვინდა, მივულოცოთ ჩვენს მეკარეს ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება, რითაც თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა
ესპანური საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ ესპანეთის ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლას ულოცავს და ამასთან ერთად, გიორგი მამარდაშვილის განსაკუთრებულ თამაშზე საუბრობს.
„გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო 2024-ზე სრულდება. გვინდა, მივულოცოთ ჩვენს მეკარეს ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება, რითაც თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა“, – აღნიშნულია ესპანური კლუბის სოციალურ გვერდზე.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024 ღირსეულ ბრძოლაში დაასრულა. პირველი გოლი ესპანელთა კარში გავიდა, თუმცა საბოლოოდ საქართველო 1:4 დამარცხდა.
Congratulations to @SpainIsFootball on going through to the quarter-finals of the #EURO2024 after beating @GeorgiaGff
🦇🇬🇪 Giorgi Mamardashvili’s #EURO2024 run comes to a close.
Congratulations to our goalie for having a great tournament and making history with his country.
— Valencia CF (@valenciacf_en) June 30, 2024